ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებიან. 19 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი შეიქმნა.
ფონდი დიდწილად საქართველოს შესახებ ინგლისურენოვანი ლიტერატურისგან შედგება.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, გამომცემლობა „პალიტრა L"-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს" წიგნების გადმოცემისთვის"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.