ფონდი ”გურული დღიურები” ”წიგნიერის” გამარჯვებულს დააჯილდოებს
დამატების თარიღი: 2017-04-20 12:42:00

ფონდი "გურული დღიურები" ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კონკურს "წიგნიერის" გამარჯვებულს მაღაზია "ბიბლუსის" წიგნის ვაუჩერით დააჯილდოებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წელს მესამედ ჩაატარებს ლიტერატურული ესეების კონკურსს „წიგნიერი". კონკურსის პარტნიორები არიან „თიბისი ბანკი" და „ელექტრონული წიგნების სახლი საბა". „წიგნიერის" მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეების წახალისება.

კონკურსში მონაწილეობა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.

„წიგნიერი" ყოველწლიური ლიტერატურული ესეების კონკურსია და  მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება. „წიგნიერის" გამარჯვებულები ეროვნული ბიბლიოთეკისგან, „საბასა" და „თიბისი ბანკისგან" პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„წიგნიერში" მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობისთვის სკოლის მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ:

ა) მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი"

ბ) ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა"

გ) ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი"

კონკურსის ჩატარების დღეს - 23 აპრილს - მონაწილეებმა ამ ნაწარმოებების გამოყენებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა დაწერონ ესე (დაახლოებით 600 სიტყვა), რომლის სათაური მათთვის უშუალოდ წერის დღეს გახდება ცნობილი. 

კონკურსის გამარჯვებულები 30 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, „თიბისი ბანკი" და „ელექტრონული წიგნების სახლი საბა" გისურვებთ წარმატებას.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

13 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით  შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeqGwA8Vd89I6T2HwHf1ksuB1Oy4v63OBdpX3jNMMaQBL-GAg/viewform(დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2971618 ან ეროვნული ბიბლიოთეკის facebook გვერდზეhttps://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA/ ან ლიტერატურული ესეების კონკურსის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/cignierinplg/)

23 აპრილს კონკურსანტები ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების გამოყენებით დაწერენ ესეს ორგანიზატორების მიერ მითითებული სათაურის მიხედვით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

30 მაისს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და საქართელოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება „წიგნიერის"Facebook გვერდზე.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ