ფრანგული ინსტიტუტის შეთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს
დამატების თარიღი: 2017-01-20 13:48:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ფრანგული ინსტიტუტი ფრანგული ენის კურსებზე ყოველწლიურად უსასყიდლოდ სასწავლებლად მიიღებს ეროვნული ბიბლიოთეკის მაქსიმუმ ხუთ თანამშრომელს.

ხელშეკრულების თანახმად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციები ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეც განთავსდება.





 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ