გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თინათინ ლაბაური
დამატების თარიღი: 2017-07-24 17:07:00

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით მომსახურების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი თინათინ ლაბაური.

თინათინ კურტანიძე-ლაბაურმა ეროვნულ ბიბლიოთეკის წიგნსაცავის განყოფილებაში  მუშაობა დაიწო 1973 წელს. 2001 წლიდან იგი მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 2006 წლიდან    საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზში მუშაობდა.

თინა ლაბაური გამოირჩეოდა თბილი და  გულისხმიერი დამოკიდებულებით მკითხველებისა და კოლეგების მიმართ. მისი პროფესიონალიზმი და ინტელექტი არაერთხელ დახმარებია ბიბლიოთეკაში მოსულ მოქალაქეს. 

თინა ლაბაურის  გარდაცვალება დიდი დანაკლისია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და მკითხველებისათვის.

იგი ყოველთვის დარჩება ჩვენს ხსოვნაში როგორც კეთილშობილი, ნიჭიერი, თბილი და ხალისიანი პიროვნება.

ეროვნული ბიბლიოთეკა თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ