გელა ჩარკვიანი ეროვნული ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველი გახდა
დამატების თარიღი: 2019-03-04 12:38:00

თი ბი სი - გალერეაში გელა ჩარკვიანის წიგნის, „ნაგერალა", წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გელა ჩარკვიანს, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა, ეროვნული ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველის ორდენი გადასცა.

„ეროვნული ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველის წოდება ყოველწლიურად ერთ ადამიანს ენიჭება. წელს ბატონი გელა ჩარკვიანი დავაჯილდოვეთ. საპატიო მკითხველებად ვარჩევთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ჩვენი ერთგული მკითხველები და ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი პერსონები არიან" - განაცხადა გიორგი კეკელიძემ. 






 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ