ახალქალაქის სოფელ კოჩიოს ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა
 20/08/2023

20 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლები ახალქალაქს ესტუმრნენ.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia - ის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი • Equilibrium-ი გრძელდება. ამჯერად ახალქალაქში, ჩვენი სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ სოფელ კოჩიოს ვესტუმრეთ და სოფლის ბიბლიოთეკა ასი ახალი ქართული წიგნით მოვამარაგეთ. უღრმესი მადლობა თანამშრომლობისთვის ქართულის ფანტასტიკურ მცოდნე არევიკ ბალასანიანს და მის მეგობრებს. და ცხადია, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ მეგობარსა და პარტნიორს, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ტერეზა ჩივჩვიანს, რომელთან ერთადაც 2020 წელს რეგიონის ყველა სოფლის სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. მოძრაობის პარტნიორია Gulf Georgia", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.