ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტთან მემორანდუმი გაფორმდა
 15/04/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სამეცნიერო კვლევებისა და საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით. დაიგეგმება ერთობლივი კულტურული და საგანმამანთლებლო ღონისძიებები.