გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი!
 09/11/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებას გამოთქვამს  მწერლის, პუბლიცისტის, დიპლომატის, ტელეწამყვანისა და პედაგოგის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.

გელა ჩარკვიანის ბიოგრაფია მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული იყო, რადგან მრავალფეროვანი იყო მისი ინტერესთა სფეროც. ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებდა. წლების მანძილზე არაერთი თარგმანისა და წიგნის ავტორიც გახდა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანის მნიშვნელოვანი ნაწილია გელა ჩარკვიანის ფოტოარქივი, რომელიც ათასზე მეტ ფოტოს ითვლის.