გურამ შარაძის წიგნის წარდგენა
 13/02/2024

13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული გურამ შარაძის წიგნის, „ძველი გურია" (ორ ტომად), წარდგენა.

ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა და გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ.

„ძველი გურია" გურამ შარაძის მიერ გამოსაცემად მომზადებული ბოლო ნაშრომია. „მართალია, ის ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას და კიდევ ერთი სურვილის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმის დაარსებას, მაგრამ ახლა მისი ორივე სურვილი ასრულებულია", - წერს ლევან თაქთაქიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.

გამოცემა შეიცავს უნიკალურ ცნობებს, ფოტომასალასა და საძიებლებს.