ევროპის ბიბლიოთეკების კონფერენცია გიწვევთ მდგრადი განვითარებისთვის
 23/02/2024

ძვირფასო ბიბლიოთეკარებო და მკითხველებო,

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოხარულია, გაცნობოთ, რომ ევროპის ეროვნულ ბიბლიოთეკათა გაერთიანების ხელშეწყობით, ლიტვის საჯარო ბიბლიოთეკა,  კერძოდ კლაიპედას რეგიონის მუნიციპალიტეტის ემანუელ კანტის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, პროექტის „ლურჯი ბიბლიოთეკები" ფარგლებში, გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოს ზღვისპირა რეგიონის ბიბლიოთეკებთან პარტნიორობა დაამყაროს.  პროექტის თემა არის ლურჯი ეკონომიკა და ახალგაზრდა მეწარმეები. პროექტის მიზანია ლურჯი ეკონომიკისა და ეკოლოგიის პოტენციალის ხელშეწყობა მდგრადი წარმოების განვითარებისთვის. წყალი, როგორც არსებითი ფაქტორი მდგრადი  ეკონომიკის განვითარებისთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. პროექტის ხელშემწყობია ევროკავშირი და რამდენიმე საგანმანათლებლო ორგანიზაცია ევროპის სივრცეში. 

პროექტში მონაწილეობას იღებენ ლიტვის, ლატვიისა და ნორვეგიის ბიბლიოთეკები. ყველა წევრი მონაწილეობას იღებს ლურჯი ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდა მეწარმეების გაცნობიერებაში. პროექტის ფარგლებში ტარდება  კონფერენცია, რომელიც წარმოგვიდგენს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წარმოების განვითარების შესაძლებლობებს, ბალტიის ზღვის ეკოლოგიის დაცვის მეთოდებსა და მეწარმეობის განვითარებას საგანმანათებლო პროექტებით.  ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მდგრადი განვითარებისა და  ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობით, გიწვევთ პარტნიორობისთვის.  პროექტი ხელს უწყობს ბიბლიოთეკების, როგორც საგანმანათლებლო ჰაბების განვითარებას და ინოვაციური მეთოდების გაცნობას. 

გათვალისწინებულია ბიბლიოთეკათა რეგიონული ქსელის შექმნა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა, ასევე, ტექნიკური პლატფორმის შექმნა და  ტრენინგები.  

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: msimonishvils@gmail.com