ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საჯარო რეესტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 04/09/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების თანამშრომლებისთვის წიგნის ბუდე მოეწყო.

დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუთმობს მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სივრცეებს და დაეხმარება სხვა რესურსებით.