ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა გაეროს მდგრადი განვითარების ფორუმზე
 12/04/2022

 

6-7 აპრილს, გაეროს ჟენევის ოფისში, გაეროს ევროპის რეგიონის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ინიციატივით, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი, მაღალი დონის ფორუმი ჩატარდა. ფორუმზე განხილული იყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში საგანამანათლებლო ორგანიზაციების, მათ შორის, ბიბლიოთეკის მონაწილეობის საკითხები, აგრეთვე, პანდემიის დაძლევისა და პოსტპანდემიურ პერიოდში გაეროს რეკომენდაციები. 

გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  წარმომადგენელი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, IFLA-ს (საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაცია) ევროპის რეგიონის კომიტეტის წევრი, მაია სიმონიშვილი. 

ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, განხილული იქნა ეკონომიკური, საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო ორგანიზაციების ჩართულობის ახალი მეთოდები და ინოვაციები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, პანდემიის მიერ გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, აგრეთვე, მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღნიშნულ საკითხებში.
გაეროს ევროპის რეგიონის ეკონომიკური კომისიის (UNECE ) მთავარი მიზანია პან-ევროპული ეკონომიკური ინტგრაცია. მასში მოიაზრება 56 ქვეყანა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. თუმცა, თანამშრომლობა შეუძლია ნებისმიერ გაეროს წევრ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ გაეროს ეკონომიკური ფორუმი აერთიანებს 70 საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციას და მრავალ კერძო ორგანიზაციას.