კარიკატურის ფესტივალი
 12/11/2021

7-14 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ერთკვირიანი ვორკშოპი და გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ზაალ სულაკაურის,  ნიკა კემულარიასა და ფესტივალის გამარჯვებულთა ნამუშევრები. 

ვორკშოპს უძღვებოდნენ მხატვარ-კარიკატურისტები ზაალ სულაკაური და ნიკა კემულარია.

კონკურსი ჩატარდა პროექტ „ქართული კარიკატურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ააიპ ART&SOCETY მიერ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.