სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბიბლიოთეკები მოეწყობა
 18/05/2023

18 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკასა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და „ბიბლუსს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქართველოს ყველა ციხეში ახალი ბიბლიოთეკა მოეწყობა და ბიბლიოთეკარებად მსჯავრდებულებს გადავამზადებთ. ამის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას უკვე მოეწერა ხელი", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.