სოფელ ვაკიჯვარში ურემი-ბიბლიოთეკა გაიხსნება
 25/08/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გახსნის.

„ძალიან მალე, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად; მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე Chamo • ჩამო მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia გახდა - ურემ-ბიბლიოთეკის გარდა, აქ პერიოდულ ლექციათა სერიებსაც გავმართავთ", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერები არიან Arveladze Foundation - ფონდი არველაძე Gulf Georgia