სოფელ მატანში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
 22/03/2024

ეროვნული ბიბლიოთეკა  აგრძელებს რეგიონებში სკვერის ბიბლიოთეკების გახსნას.

ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წიგნის ბუდე ისტორიულ სოფელ მატანში განათავსეს.  

წიგნის ბუდე ორიგინალური დიზაინით ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა თენგიზ მოდუმ შექმნა.  

„სასიხარულოა, რომ ღონისძიების გამართვა ადგილობრივების, შესანიშნავი ახალგაზრდის, ბექა ერელაშვილისა და ჩემი ყოფილი სტუდენტის, ეკატერინე მებაღიშვილის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. მატანის კულტურის სახლმა კი უბრწყინვალესი ფოლკლორული ანსამბლი დაგვახვედრა შესანიშნავი შემსრულებლებით. აი, სწორედ ასეთი გულანთებული, ქვეყნის პატრიოტი მომავალი თაობისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა განათლება და წიგნიერება იოლად ხელმისაწვდომი იყოს", - აცხადებს მირიან ხოსიტაშვილი.