შატილში მთის ბიბლიოთეკა გაიხსნა
 09/08/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „მთის ბიბლიოთეკა" დაიწყო, რომელიც „მთის ამბებთან" და Gulf Georgia-თან ერთად განხორციელდება.

„შატილის სკოლა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ თანამშრომელ ანა ჭინჭარაულთან ერთად წიგნებით და კომპიუტერული ტექნიკით მოვამარაგეთ. მანამდე, მარგარეტ დაიაურთან თანამშრომლობით, ერთ-ერთ კოშკში მოვაწყვეთ თანამედროვე სამკითხველო. დიდი მადლობა „ეკვილიბრიუმის" ყველა შემომწირველს - განსაკუთრებული მადლობა უახლესი პლანშეტებისთვის იტალიაში მცხოვრებ ინგა სიხარულიაძეს. პლანშეტები შატილის სკოლის ყველა მოსწავლისთვისაა განკუთვნილი", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.