შეხვედრა ვიკიპედიის წარმომადგენლებთან
 15/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ქართული და უცხოური ვიკიპედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ესაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია.

ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლებისა და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შვედური, უკრაინული და პოლონური ვიკიპედიის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.nplg.gov.ge განთავსებული ელექტრონული ბაზები გააცნეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობები. ჩაუტარდათ ექსკურსია წიგნის მუზეუმში.