„ეკვილიბრიუმმა“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ასობით წიგნი ჩაიტანა
 29/03/2022

ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა და წახალისება ყველაზე აქტუალური და საჭირო საქმეა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" უკვე წლებია აკეთებს.  

29 მარტს „ეკვილიბრიუმმა" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ასობით ახალი წიგნი ჩაიტანა.

„ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: არბოში, მერეთში, კარბში ასობით ახალი წიგნი ჩავიტანეთ „ბიბლუსთან" ერთად და ერთი დიდი საქმის სტარტიც მოვნიშნეთ, რომელსაც აპრილში შევუდგებით", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.