„წიგნიერი 2024“ - რეგისტრაცია დაიწყო
 20/04/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი 2024" იწყება! 

წელს კონკურსი ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.

კონკურსის ჩატარების წესი:

20 აპრილამდე მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: https://t.ly/UZzFb

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წაიკითხონ:

  • ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია"
  • ლეონჰარდ ფრანკის „იესოს მოწაფეები"
  • ბექა ქურხულის „მკვლელი"

ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების მიხედვით შერჩეული საკონკურსო ესეს სათაური გამოცხადდება უშუალოდ კონკურსის ჩატარების დღეს. თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ.

კონკურსანტებს ესეს დასაწერად 4 საათი ეძლევათ. ნამუშევრებს ჩაიბარებს საკონკურსო კომისია.

ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით.

კონკურსის მხარდამჭერებია არიან: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბა".