გერმანელი მეგობრების საჩუქრები ჩვენს მკითხველებს
დამატების თარიღი: 2017-01-25 19:47:00

ძვირფასო მკითხველებო, 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის დარბაზმა, ბერლინიდან გერმანელი მეგობრებისგან ორასზე მეტი ახალი წიგნი საჩუქრად მიიღო. ექიმმა მათიას უნგერმა, ფსიქოთერაპევტმა კურტ ტაუთენჰანმა და გამომცემლობა "Propyläenverlag"-ის ყოფილმა დირექტორმა, ქრისტიან ზიგერმა მკითხველებისთვის თანამედროვე ლიტერატურა გამოგზავნეს, მათ შორის: ჰაინრიხ ჰაინეს ნაწარმოებების სრული გამოცემა, კესლერის დღიურები სრული გამოცემა, კაზანოვას სრული ავტობიოგრაფია, სტალინისა და ჰიტლერის პოლიტიკის მიმოხილვა უახლეს კონტექსტში, თანამედროვე ისტორიის, ლიტერატურისა, კულტურისა და ხელოვნების ამსახველი გამოცემები. ლიტერატურის გაცნობა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში შეგიძლიათ.  

დიდი მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს ასეთი ყურადღებისთვის!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სია. დაკლიკვისას სია პირდაპირ თქვენს კომპიუტერში იტვირთება: 

           

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ