გერმანული არხის, ZDF-ის ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2018-06-13 18:22:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გერმანიის ცნობილი არხის, ZDF-ის წარმომადგენლები ეწვივნენ,  რომლებიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

ჟურნალისტები ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლეებს, წიგნის მუზეუმს, დამოუკიდებლობის დარბაზს გაეცვნენ და გიორგი კეკელიძესთან ინტერვიუ ჩაწერეს.

 

 

 

 

 

 

 

 ZDF სამ ქვეყანაში, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში მაუწყებლობს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იმყოფებიან.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ