გიორგი კეკელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრი გახდა
დამატების თარიღი: 2017-03-21 12:55:00

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომლის წევრი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდა.

მისი განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ ემიგრანტულ მასალებზე და, ასევე, მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" მიმართულებით მუშაობს, რომელიც საკვირაო სკოლების მოწყობაში ქართული დიასპორების მხარდაჭერას გულისხმობს.

საბჭოს ამოცანებია - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების მხარდაჭერა; მიგრაციული პროცესების რეგულაციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობა; გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართვა; შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და დასკვნების მომზადება.


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ