გიორგი კეკელიძე კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს შეხვდა
დამატების თარიღი: 2019-01-24 11:58:00

24 იანვარს ვაშინგტონში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს კარლა ჰაიდენს შეხვდა. შეხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან ლევან თაქთაქიშვილი და მაია სიმონიშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა მიაღწიეს წიგნების გაცვლის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება და კონგრესის ბიბლიოთეკა ქართული წიგნებით მომარაგდება.  

ასევე იგეგმება კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორის კარლა ჰაიდენის ვიზიტი საქართველოში.

„მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას წიგნთა გაცვლის შესახებ. ხელშეკრულება მალე გაფორმდება და კონგრესის ბიბლიოთეკა, რეგულარულად, პირველად მომარაგდება ქართული წიგნებით" - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ
Website Security Test