გოგებაშვილის სამელნე ეროვნული ბიბლიოთეკის დედაენის დარბაზში დაიდებს ბინას
დამატების თარიღი: 2017-08-16 17:25:00

ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი უნიკალური ნივთი - იაკობ გოგებაშვილის სამელნე - გადაეცა. სამელნე ეროვნული ბიბლიოთეკის დედაენის დარბაზში დაიდებს ბინას. ეს უნიკალური ნივთი ეროვნულ ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილის ძმის შთამომავალმა ნუნუ მკურნალმა გადასცა. ბოლო პერიოდში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ იშვიათ გამოცემებსა და ნივთებს არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა, რომელთა შორისაა დავით კაკაბაძის ნამუშევარი „ტერენტი გრანელი" პოეტის მინაწერით და არქანჯელო ლამბერტის „კოლხეთის აღწერა" კასტელის ილუსტრაციებით, რომელიც 1654 წელს ნეაპოლშია გამოცემული.   


   

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ