გურამ შარაძის გამოცემები ასი სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცემა საჩუქრად
დამატების თარიღი: 2017-01-03 15:42:00

3 დეკემბერს რუსუდან შარაძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, გურამ შარაძის, გამოცემული აკაკი წერეთლის ოთხტომეული (თითო ტომი ას ეგზემპლარად) გადასცა. წიგნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ასი სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცემა საჩუქრად.

ოთხტომეულში შედის: "აკაკი წერეთელი - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება", "აკაკის იუბილე", "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", "აკაკის სიკვდილი და დასაფლავება".

რუსუდან შარაძე: "საქართველოს მასშტაბით 100 ბიბლიოთეკას გადავცემ „აკაკის" ოთხტომეულს. ეროვნული ბიბლიოთეკა - მეხსიერებაში ჩაბეჭდილი „საჯარო ბიბლიოთეკა" - ჩემთვის სიწმინდესთან არის გაიგივებული, იმიტომ რომ მისთვის, მართლა სიწმინდე იყო. უკანასკნელი გზაც იქიდან განვლო...  მახსოვს, პატარაობაში, როგორ დავყავდი იქ, მახსოვს მრავალრიცხოვანი თანამშრომლები, მახსოვს მამაჩემის საოცარი ლექციები..."



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ