ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-03-13 20:00:00

14 მარტს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენა. ღონისძიება პრიმა-ბალერინას  სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართება.

 

ბალეტის ისტორია ერთ საგამოფენო სივრცეში საქართველოში პირველად ცოცხლდება. გამოფენის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს საზოგადოებას საბალეტო სამყაროს ესთეტიკა ორიგინალური ფორმით წარმოუდგინონ.

 

 ექსპოზიცია დამთვალიერებელს გაახსენებს იმ პარტიებს, რომელშიც ნინო ანანიაშვილი განსაკუთრებით ბრწყინავს.  მათ შორისაა: ”გედების ტბა”, ”დონ კიხოტი”, ”ჟიზელი”, ”რაიმონდა”, ”კორსარი” და სხვა. სხვადასხვა ქორეოგრაფების რედაქციით დადგმული სპექტაკლებისთვის ამ კოსტიუმებს ცნობილი თეატრალური მხატვრები: სოლომონ ვირსალაძე, ალექსეი ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი და სხვები ქმნიდნენ. აქვე იხილავთ თავად ნინო ანანიაშვილის ესკიზებით შექმნილ კოსტიუმებსაც.     

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ