ჩერქეზული ენისა და კულტურის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-03-14 16:28:00

14 მარტს 12:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩერქეზული (ადიღეური) ენისა და კულტურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა თბილისში გამოცემული ჩერქეზულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული. ასევე წარმოდგენილ იყო ჩერქეზი მხატვარის თეუჩეჟ  ყატის მიერ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა.  ილუსტრაციებს  ჩერქეზული (ადიღეური)  კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივში მიაკვლიეს.  

ღონისძიების მიზანია, 14 მარტს თბილისში ჩერქეზული ენის დღის აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდეს.

გამოფენის ორგანიზატორები არიან ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ