ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლეოთეკას წიგნები გადასცა
დამატების თარიღი: 2012-03-20 18:59:00

20 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლეოთეკას ათასი წიგნი გადასცა.

ღონისძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. გიორგი კეკელიძის განცხადებით, მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის მიზნით,  ეროვნული ბიბლიოთეკა პენიტენციურ დაწესებულებებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით სისტემატურად უზრუნველყოფს.

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ