პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ოთხი პირი სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიხდის
დამატების თარიღი: 2012-03-28 13:19:00

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ოთხი პირი სასჯელის სახით შეფარდებულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიხდის.

 

არაპატიმარი მსჯავრდებულები ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მკითხველთა ბარათების დახარისხებასა და წიგნების კატალოგების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

 

მათ მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით შეფარდებულ  შრომის საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

შეთანხმების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს  სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას  საბიბლიოთეკო  ტექნოლოგიების სფეროში. 

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ