ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახის სტუმრების შეხვედრა მთარგმნელ ნინო ტეფნაძესთან
30 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახში გაიმართა შეხვედრა მთარგმნელ ნინო ტეფნაძესთან.
მთარგმნელი შეხვდა თბილისის პირველი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს და წარუდგინა თარგმანი ლუის კეროლის ნაწარმოებისა ”ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”.
ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახი აწყობს პროექტის ” შეხვედრა მწერალთან” ფარგლებში. ბავშვთა ოთახის სტუმრებს წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა ელით.