”აუტიზმის სახეები” ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-04-02 18:39:00

2 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი  აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ  გამოაცხადა, რასაც მსოფლიოს  ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეუერთდა. საქართველოს აუტიზმის საზოგადოება წელს მეორედ აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს. მისი მიზანია გაზარდოს აუტიზმის  შესახებ   ქართული საზოგადოების  ინფორმირებულობა, ხელი შეუწყოს საქართველოს  მიერ აღებული  საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, უზრუნველყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აუტიზმის საზოგადოებამ წარმოადგინა   ექსპოზიცია ”აუტიზმის სახეები” (ავტორი გიორგი ცაგარელი), ასევე დააჯილდოვა 2012 წლის აუტიზმის გმირი და აუტიზმის თემაზე სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორი. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ