ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ავერსის” საბავშვო აკადემიის" ერთობლივი პროექტი
დამატების თარიღი: 2012-04-04 17:20:00


ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახისა და ჟურნალ ”ავერსის” საბავშვო ჩანართ "ავერსის” საბავშვო აკადემიის” ერთობლივი პროექტი დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში თვეში ორჯერ ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახში მოსწავლეები შეხვდებიან "ავერსის” საბავშვო აკადემიის” წარმომადგენლებს, რომლებიც ბავშვებისთვის შემეცნებით ღონისძიებებს, ვიქტორინებს და კონკურსებს გამართავენ. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები, ჩაუტარდებათ შემეცნებითი ექსკურსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებს ჟურნალის ყოველ ნომერში  ერთი გვერდი დაეთმობა.

 

4 აპრილს ამ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. "ავერსის” საბავშვო აკადემიის" წარმომადგენლებს თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ. შეხვედრა წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს მიეძღვნა.

 

მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის შენობაში ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია. "ავერსის საბავშვო აკადემიის" წარმომადგენელთან ერთად წაიკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი "როგორ აბურდა გრიგალმა აბრები", რომელიც საგანგებოდ დღევანდელი შეხვედრისთვის ითარგმნა. ბავშვებმა დახატეს ზღაპრის ილუსტრაციები. საუკეთესო ნამუშევრები  ჟურნალის მომდევნო ნომერში დაიბეჭდება.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ