ლიტერატურულ გაზეთ "ლიტერატურული ფორუმის" ელვერსიის წარდგინება
დამატების თარიღი: 2012-04-05 17:20:00

7 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლიტერატურულ გაზეთ "ლიტერატურული ფორუმის" ელვერსიის წარდგინება.

 

გაზეთი ”ლიტერატურული ფორუმი” არის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმ ”ებლიტფოს” ერთ-ერთი პროექტი. მასში ”ებლიტფოს” წევრების ნაწარმოებები და პუბლიკაციებია გამოქვეყნებული.  ჯერჯერობით გამოვიდა ელექტრონული გაზეთის მხოლოდ ერთი ნომერი, რომელიც ბიბლიოთეკის PDF კოლექციაში განთავსდება.

 

მკითხველებს ელექტრონულ გამოცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და მოსაზრებების გამოთქმა  ლიტერატურულ ფორუმ ”ებლიტფოზე” შეუძლიათ.   

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ