პროექტის "რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-04-24 17:01:00

25 აპრილს  17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროექტის "რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" პრეზენტაცია.

 

პროექტი ხორციელდება ევროკომისიის "აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" ფარგლებში და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) რეგიონალური თანამშრომლობის გზით კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიანი მართვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

 

პროექტის ძირითადი მიზნებია: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის განვითარება; კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული მხარეების კვალიფიკაციის ამაღლება, რაც კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის წინაპირობაა; აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე, რეგიონსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), შპს "არქიტექტურა და პრესტიჟი" (უკრაინა), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ICOMOS სომხეთი), ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი.

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ