ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ღონისძიება ”ბოშები საქართველოში”
დამატების თარიღი: 2012-04-30 15:43:00

1 მაისს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გამართავს ღონისძიებას ”ბოშები საქართველოში”.

ღონისძიებას გახსნიან ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. ასევე გაიმართება უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI) წარმომადგენლის გიორგი სორდიას კვლევის პრეზენტაცია საქართველოში ბოშების უფლებრივი და კულტურული მდგომარეობის შესახებ. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა ”ბოშების პორტრეტები”. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარების პროგრამის (კოორდინატორი ლელა ცქიტიშვილი) ფარგლებში  ბოშა ბავშვების მონაწილეობით დაიდგმება სპექტაკლი ”ვარსკვლავბიჭუნა”. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ტოლერანტობის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული უმცირესობების შესახებ ლიტერატურა. 

 

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ