2 მაისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მწერალ გურამ დოჩანაშვილთან.
შეხვედრა შედგება ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ ”ლიტერატურული საუბრების” ფარგლებში. მასზე დასწრებისა და მწერლისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს.