ზუგდიდისა და მესტიის ბიბლიოთეკები ”საქართველოს ბიბლიოთეკების ელექტრონულ სინდიკატს” შეუერთდნენ
დამატების თარიღი: 2012-09-12 17:28:00

11-12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ზუგდიდისა და მესტიის ბიბლიოთეკებს ესტუმრნენ და კომპიუტერები, სკანერი და წიგნები გადასცეს.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ზუგდიდისა და მესტიის ბიბლიოთეკებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც  საბიბლიოთეკო დოკუმენტების, ასევე, საოჯახო ალბომებისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოტოების გაციფრება დაიგეგმა. 

 

სტუმრებმა კოლეგებს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები გააცნეს, ისაუბრეს ქართული სამეცნიერო, მხატვრული და პერიოდული გამოცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე.

 

ზუგდიდისა და მესტიის ბიბლიოთეკები ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტს, ”საქართველოს ბიბლიოთეკების ელექტრონულ სინდიკატს”, შეუერთდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ზუგდიდისა და მესტიის ბიბლიოთეკები ”საქართველოს ბიბლიოთეკების ელექტრონული სინდიკატის” საქმიანობაში.    

 

 

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ