ინგლისური ენის საღამოები მკითხველებისთვის გრძელდება
დამატების თარიღი: 2017-03-17 15:01:00

ძვირფასო მეგობრებო,

ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი აგრძელებს ინგლისური ენის საღამოებს. 

საღამოებს გაუძღვება ჩვენი ამერიკელი სტუმარი, ჯედ გურლი, ენის შემსწავლელ ამერიკული კლუბის, "ბორბლის" დირექტორი. ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია. ის, უკვე ორი წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის.

 

შეხვედრები გაიმართება ყოველ პარასკევს, 18:15 საათზე, აუდიტორიაში.

დასწრება თავისუფალია, გიწვევთ ყველას! 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ