ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალგორელ მოსწავლეებს უმასპინძლა
დამატების თარიღი: 2012-11-09 15:47:00

9 ნოემბერს ეროვნულმა ბობლიოთეკამ ახალგორელ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახმა კონფლიქტის ზონიდან ჩამოსული სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგორელი სტუმრებისთვის ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყო. მოსწავლეებს ჩაუტარდთ ექსკურსია. მათ დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები, გაეცნენ მომსახურების წესებს და მიიღეს ინფორმაციაბიბლიოთეკის ფონდების შესახებ.

 

ბავშვთა ოთახში მათ მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდა. ორგანიზაცია ”ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა და გამომცემლობამ ”დიოგენე” მოსწავლეებს  საჩუქრები გადასცა. მხატვარმაი ზაალ სულაკაურმა კი ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართა ფილმის ჩვენება.   

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ