კონფერენცია - ”შოთა რუსთაველი - 850” და ”ვეფხისტყაოსნის” კოლექციის გამოფენა
დამატების თარიღი: 2016-12-13 17:31:00

13 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

გაიხსნება ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის VII სამეცნიერო კონფერენცია - "შოთა რუსთაველი - 850".

მემორანდუმის ხელმოწერამდე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე. 

ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული "ვეფხისტყაოსნის" იშვიათი გამოცემების გამოფენა. 


 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ