კონსტიტუციის ახალი რედაქცია ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის
დამატების თარიღი: 2018-10-11 16:42:00

11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. მათ ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართული და ინგლისური გამოცემები გადმოსცეს.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ახალი კონსტიტუცია ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზებში ელექტრონულადაც იქნება განთავსებული.


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ