ლიტერატურულ კონკურს ”თაობები-2012”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-12 18:13:00

 

12 ოქტომბერს  20:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ კონკურს ”თაობები-2012”-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ასევე საზოგადოებას წარედგინა კრებულები ”ორი კითხვა 172 ლიტერატურის მოყვარულს” და ”ლიტინტერვიუები ჟურნალისტებთან”.  

 

ლიტერატურული კონკურსი ”თაობები-2012” ეროვნული ბიბლიოთეკის  ინტერნეტ-ტელევიზია GeolibTV-იმ და ლიტფორუმმა ”ებლიტფომ” 25 აგვისტოს გამოაცხადეს. მისი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისება.

 

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა პოეტური და მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები გამოგზავნეს ელექტრონულ მისამართზე  geolibtv@nplg.gov.ge. ნაწარმოებები განთავსდა GeolibTV-ის ე.წ. ”ნოუთებში”. გამოგზავნილთა შორის იყო როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. გამარჯვებულად გამოცხადდა ნაწარმოები, რომელმაც Facebook-ში GeolibTV-ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

კონკურსი 30 სექტემბერს დასრულდა.

კონკურსისთვის საპრიზო ფონდი დააწესა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა მზია თვალაბეიშვილმა.

 

ორ ნომინაციაში თითოეული გამარჯვებული ქალბატონმა მზიამ 50-50 ლარით დააჯილდოვას.

 

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემინიალის დასრულებისთანავე გამოცხადდა  ახალი კონკურსის პირობები და ვადები.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ