ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დამატების თარიღი: 2017-05-28 15:25:00

28 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერის" სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. საუკეთესო ესეს ავტორად ქეთი შალოტაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი სალომე ჩავლეიშვილს ერგო, ხოლო მესამე - სოფო ქურდაძეს.

ლიტერატურული კონკურსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ტარდება, სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისებას და აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად.





 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ