ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი 2017"
დამატების თარიღი: 2017-10-09 15:10:00

6-8 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი 2017" გაიმართა. ლიტერატურული კონკურსი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსში 11-დან 21 წლამდე მოზარდები და ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. გამოვლინდა ათ სხვადასხვა ნომინაციაში (ისტორიული რომანი; კლასიკოსები; პოეზია,უპირველეს ყოვლისა! მეოცე საუკუნის მოთხრობა;  თანამედროვე მწერლობა; პუბლიცისტიკა; საბავშვო მოთხრობა; თავისუფალი თემა; ბაჩანა ბრეგვაძე და მისი მრავალმხრივი შემოქმედება; თავისუფალი თემა.) გამარჯვებული. მათ სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე გამორჩეულ კონკურსანტს საკუთარი პრიზი გადასცა. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ