მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა
დამატების თარიღი: 2018-12-11 12:26:00

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  მთიანი რეგიონის მაცხოვრებლებს, მათ შორი საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, უმასპინძლა.

სტუმრებისთვის დაიგეგმა არაერთი ღონისძიება. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შეხვდა და საჩუქრად მისი ავტორობით გამოცემული საბავშვო წიგნები გადასცა. ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი  და იქ დაცულ უნიკალურ ფონდს გაეცნენ.

მთის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა, #MountainsMatter #მთავარიამთა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სწორედ მთა წარმოადგენს წყლის, საკვებისა და სუფთა ენერგიის წყაროს, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მოიხმარს.

მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა. საქართველო მას პირველად აღნიშნავს. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მთის განვითარებაში.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ