მაჩაბლის უცნობი ფოტოარქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა
დამატების თარიღი: 2017-03-20 15:30:00

დღეს, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო. 


ჩვენი მკითხველებისთვის ცნობილია, რომ 2008 წლის ომის დროს, ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში მოქმედი, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე გიორგის ძე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი საბოლოოდ განადგურდა. 
დღეს, ბატონმა ზვიად გოგორიშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარმა სპეციალისტმა აღნიშნული მუზეუმის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის, ვასილ ნამშურიძის მიერ ომების პერიოდში გადარჩენილი, მაჩაბლების საგვარეულოს ორიგინალი, ბევრისთვის უცნობი ფოტოკოლექცია, 50-მდე ფოტო ეროვნულ ბიბლიოთეკას აჩუქეს.
კოლექციას თან ახლავს მასალები ივანე მაჩაბლის მუზეუმის დაარსების შესახებ, პირველი დირექტორის პირადი არქივი და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების ამსახველი მოგონებები. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ