მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკის კოლექციას "სამართალი" დაემატა წიგნი "ჯანდაცვის კანონმდებლობის მიმოხილვა და სამართლებრივი ანალიზი"
დამატების თარიღი: 2012-11-14 13:22:00

წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტი არის ავტორთა მცდელობა, ერთი მხრივ დაინახონ ჯანდაცვის კანონმდებლობა, როგორც ჯანდაცვის სისტემაში წესრიგის არსებობის საფუძველი და, იმავდროულად, საკომუნიკაციო შრე მოქალაქეებსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემას შორის, მეორე მხრივ კი გასცენ პასუხი შეკითხვებს: რა ტექნიკური სამართლებრივი და შინაარსობრივი ხარვეზები აქვს არსებულ კანონმდებლობას? რამდენად თანხვედრაშია კანონმდებლობის ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან? შეესაბამება თუ არა ის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ ძირითად საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებს? კვლევის ფარგლებში, ავტორები ასევე წარმოაჩენენ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, რომელიც თვალსაჩინოა კანონმდებლობის ანალიზისას, მაგრამ კომპლექსურია და სცდება საკანონმდებლო სივრცეს.

 

გამოცემა იხილეთ ვებ გვერდზე

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ