მამარდაშვილის ციფრულ ბიბლიოთეკას დაემატა ახალი წიგნი
დამატების თარიღი: 2012-12-11 13:44:00

ორიოდე სიტყვა თარგმანის ახალი გამოცემის ტექსტის შესახებ. იგი ძირითადად იმეორებს 1984 წლის თარგმანის ტექსტს, მაგრამ ბუნებრივია, ახალ გამოცემაში აისახა ის მასალა, რომელიც ეპოსის ორიგინალური ტექსტის უკანასკნელ გამოცემაშია წარმოდგენილი. კერძოდ, ახალი სტრიქონებით შეივსო პროლოგი, რომელიც არის გილგამეშის ერთგვარი Curriculum vitae; ენქიდუზე გილგამეშის გლოვის ტექსტს ასევე შეემატა სტრიქონები, რამაც კიდევ უფრო დრამატული გახადა ეს პასაჟი. სტრიქონები ჩაემატა ხუმბაბასა და უთანაფიშთის ეპიზოდებს, გასწორდა ზოგიერთი უზუსტობა.

 

გამოცემა შეგიძლია იხილოთ ვებ გვერდზე

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ