მემორანდუმი საქართველოს რაგბის კავშირთან
დამატების თარიღი: 2018-02-14 12:38:00

14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებით მოამარაგებს სპორტულ დარბაზებს და ხელს შეუწყობს სპორტსმენების წიგნიერების ამაღლებას. თავის მხრივ რაგბის კავშირი ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაწვდის თავის გამოცემებს. შეიქმნება რაგბის ისტორიის ამსახველი ელექტრონული ბაზა.  


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ